LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროსთან დამატებითი საპოლიციო ძალები მიიყვანეს – სამართალდამცველებმა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

67
Capture

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, ადგილზე სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, დამატებითი საპოლიციო ძალები მიიყვნეს.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სამართალდამცავებმა შენობის წინ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

“რისთვის აკავებენ ხალხს, გაგიჟებული ვარ” – ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან

ჯანდაცვის სამინისტროსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია მათ პროვოკაციას უწყობს, სურთ რომ აქცია დაშალონ და დააკავონ აქტივისტები.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იუსტიციის სამინისტროსთან აქცია დასრულებულია და ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

რაც შეეხებას სხვა ლოკაციებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა მდებარეობაზე 40-ამდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანამხად, აქციებზე საერთო ჯამში, ამ ეტაპზე 46 ადამიანია დაკავებული.

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, რა პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს – ბაჩო დოლიძე

 

 

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები