LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო “ომიკრონის” გავრცელების გამო საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ: „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“

115
BeFunky-collage (3)

„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“, – ეს განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. როგორც BBC წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ

ტედროს ადანომ გებრეისუსი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც რიგ შემთხვევაში ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას ნიშნავს.

“უკეთესია, გავაუქმოთ ახლა და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი და ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების დაინფიცირებასაც იწვევს.

„მე-6 ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ შევა” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს

“20%-ით მეტია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა” – როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ბავშვებში

magti 5g