ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემის დიდების დარბაზს 14 ახალი ჩანაწერი დაამატა. წელს ეს პატივი 9 ალბომსა და 5 სიმღერას ერგო.
ალბომებს შორისაა – ჯენეტ ჯექსონის Rhythm Nation, Radiohead-ის OK Computer და 2Pac-ის All Eyez on Me.
ცნობისთვის, გრემის დიდების დარბაზი (Grammy Hall of Fame) დაარსდა 1973 წელს, რათა პატივი მიეგო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მუსიკალური ჩანაწერებისთვის. იგი მოიცავს საკულტო ალბომებსა და სიმღერებს, რომელთაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. ამ კატალოგს ახალი ჩანაწერები ყოველწლიურად ემატება. მასში ამჟამად, 1,179 ჩანაწერია.
დარბაზის ძირითადი მახასიათებლებია:
- მიზანი: მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება;
- კრიტერიუმები: ჩანაწერი უნდა იყოს მინიმუმ 25 წლის;
- კატალოგი: მოიცავს სხვადასხვა ჟანრის მრავალფეროვან კომპოზიციებს;
ამასთანეს დარბაზი წარმოადგენს გრემის მუზეუმის (Grammy Museum) მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მუსიკის ისტორიის საუკეთესო ნიმუშებს იცავს.