LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენეტ ჯექსონი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს (ფოტო)

197
janet_jackson_-_rock_and_roll_hall_of_fame_-_getty_-_h_-_2019

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს 7 ახალი წევრი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი ჯენეტ ჯექსონია.

,,ბავშვობაში ჩემი ოცნება მომღერლობა არ იყო, ეს მამაჩემის სურდა, რომლის წახალისებით მუსიკა ჩემი გატაცება გახდა. მინდოდა კოლეჯში მესწავლა და ადვოკატი გამოვსულიყავი”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პოპის მეფის დამ.

დიდების დარბაზში შესული შემსრულებლის სტატუსი დაისახურა სტივი ნიქსმაც. 70 წლის ვარსკვლავი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. პირველად ის დარბაზში 1998 წელს, ჯგუფ Fleetwood Mac-თან ერთად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ორ მომღერალთან ერთად, დარბაზში ისეთი გავლენიანი ბენდები მოხვდნენ, როგორებიცაა: The Cure, Radiohead, Def Leppard, Roxy Music და The Zombies.

შეგახსენებთ, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ყოველწლიურად ის მუსიკოსები და კოლექტივები შეჰყავთ, რომლებმაც როკ ინდუსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები