LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი მარკ ენტონისთან ერთად გადაიღეს (ფოტო)

7293180-0-image-a-19_1544545798793

მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი უკვე დიდი ხანია ერთად აღარ არიან, წყვილი მეგობრულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს. ალბათ, სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან 10 წლიანი ქორწინებიდან ამერიკელ ვარსკვლავებს ტყუპები ჰყავთ.

ამ დღეებში, ჯეი ლო ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მაიამიში გადაიღეს. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა მომღერლებისა და მათი შვილების, მაქსისა და ემის შეხვედრის კადრებია აღბეჭდილი.

პაპარაცების ობიექტივში ლოპესისა და ენტონის გულისამაჩუყებელი სცენაც მოხვდა. 49 წლის შემსრულებელი, რომელიც ექს-ქმარს ეხუტება, ინტერნეტმომხმარებლების განხილვის თემად იქცა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის არა მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე, არამედ ბავშვებზეც ფიქრობს და მამის შვილებთან ურთიერთობას ხელს აქტიურად უწყობს.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესმა და მარკ ენტონიმ 2004 წელს იქორწინეს. ისინი ოფიციალურად 2014 წელს განქორწინდნენ. სასამართლომ ტყუპებზე მეურვეობა დედას დააკისრა. საინტერესოა, რომ ალექს როდრიგესი, რომელსაც ჯენიფერი გასული წლის თებერვლიდან ხვდება, ამ უკანასკნელს სწორედ მარკმა გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები