LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის მეტაბოლიზმის დამაჩქარებელი კოქტეილი

556

45 წლის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი საკუთარ ფიგურაზე ზრუნვას ძალიან დიდ დროს უთმობს. ვარსკვლავი, რომელსაც ტიპიური „ლათინოამერიკული“ ფორმები აქვს, დაუღლელად ვარჯიშობს როგორც ფიტნეს-კლუბში, ასევე საცეკვაო დარბაზში, თუმცა, მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის. ჯეი ლომ ჟურნალისტებს საკუთარი კოქტეილის რეცეპტი გაუზიარა, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ადამიანს ენერგიას მატებს.

 

რეცეპტი გათვლილია ოთხ პორციაზე :

3 ჭიქა მარწყვი

1 ჭიქა ჟოლო

1 ჭიქა ლურჯი მოცვი

1 ჭიქა იოგურტი

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

2 სუფრის კოვზი თაფლი

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

½ ჭიქა ყინული

 

ყველა პროდუქტი ერთად უნდა აითქვიფოს ბლენდერში.

ყოველ დილით მომღერალი სვამს 1 ჭიქა კოქტეილს. ერთი პორციის ენერგეტიკული ღირებულება 100 კალორიაზე ნაკლებია, შემადგენლობაში კი – ცილა, ვიტამინები და მიკროელემენტებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები