ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის ოჯახური მოგზაურობა გრძელდება. როგორც ცნობილია, მსახიობი და მოდელი იტალიაში, იახტაზე ისვენებს, მათთან ერთად კი ბრედლისა და ირინა შეიკის 6 წლის ქალიშვილიც, ლეაც იმყოფება.
მედიაში წყვილის უახლესი ფოტოები გავრცელდა. 29 წლის მოდელი ზოლიან ბიკინიში შეუდარებლად გამოიყურება. ჯიჯი, ბრედლი და ლეა მაშინ გადაიღეს, როცა ერთად ნავზე ისხდნენ.