LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯინ შაჰინი: ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს

141
ჯინ შაჰინი

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი წერს და აღნიშნულით რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხმაურება:

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, „შესაძლოა დასანქცირდეს” – სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე

„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს.“– წერს ამერიკელი სენატორი „ტვიტერზე“.

„ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება“ – დიმიტრი პესკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები