LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯოკერის“ „სიქველში“ ხოაკინ ფენიქსთან ერთად რუნი მარა ითამაშებს – გაინტერესებთ ჰონორარი?

359
page

ხოაკინ ფექნიქსის მონაწილეობით გამოსულმა „ჯოკერმა“ არაერთი რეკორდი დაამყარა და კინოგაქირავების კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმადაც იქცა.

ბოროტებამ ბოროტება დაამარცხა – ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ რეკორდების დამყარებას განაგრძობს

ხოაკინ ფენიქსის ჯოკერი – მიძღვნა ყველაზე ცნობილ ბოროტმოქმედს

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ „კეთილი ბოროტმოქმედი“ ბრუნდება. „ჯოკერის“ „სიქველის“ გადაღებები 2023 წელს დაიწყება და რაც ყველაზე მთავარია, მასში კვლავ ლეგენდარული მსახიობი, ხოაკინ ფექნიქსი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ხოაკინი არ აპირებდა ფილმის „სიქველში“ მონაწილეობით მიღებას, თუმცა მას ჰონორარის სახით 50 მილიონი დოლარი შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. ასევე ირკვევა, რომ ქალის მთავარი როლის შემსრულებლის ამპლუაში ლედი გაგა განიხილებოდა, თუმცა ფენიქსმა რეჟისორები დაარწმუნა და ახალ „ჯოკერში“ ქალის როლს მისი მეუღლე, რუნი მარა შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები