LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლენონის ავტომობილს ლონდონის აუქციონზე გაყიდიან

52

ბრიტანული მწარმოებლის მიერ დამზადებული ავტომობილი, რომელიც 1956 წელს გამოვიდა და Beatles-ის სოლისტის საკუთრება გახდა, აუქციონზე გაიყიდება. მოდელი ჯონ ლენონმა  1971 წელს შეიძინა.

,,აუქციონზე მოდელი განთავსებულია ყველა ოფიციალური ქაღალდით, ვარსკვლავის სარეგისტრაციო მონაცემებით და ასევე დოკუმენტით, რომელსაც ხელს თავად ჯონ ლენონი აწერს’’ – აღნიშნა Sotheby-ს პრესსამსახურმა.

ლენონის ჩანაფიქრის მიხედვით, ავტომობილში თვითმფრინავის ხუთი სავარძელი განთავსდა, რომელიც სპეციალურად ჯონ ლენონისა და მისი ცოლის – იოკო ონოს შესახებ გადაღებულ ფილმს უკავშირდება.

ფილმის სახელი ლენონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის – Imagine-ის მიხედვით შეირჩა. ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას ორგანიზაცია საქველმოქმედო საქმიანობისთვის დახარჯავს, მათ შორის ნაწილი OON UNICEF-ის ფონდს გადაეცემა, რომელსაც მუსიკოსი მისი სიცოცხლის მანძილზეც მხარს უჭერდა. ავტომობილის საწყისი ლოტის ფასს კომპანია აუქციონის გამართვამდე მკაცრად ასაიდუმლოებს. ღონისძიება ლონდინში, 7 სექტემბერს გაიმართება.

Austin Princess-ის ლიმუზინის ფასი 20.000-დან 26.000 დოლარამდე მერყეობს.