LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯონი ემბერის წინააღმდეგ“ – დეპისა და ჰარდის ურთიერთობაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

153
Untitledfdddd

2016 წლიდან ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის ურთიერთობა დიდი ინტერესის საგნად  იქცა, მათი მრავალწლიანი სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება.

სასამართლო პროცესი უკიდურესად დაიძაბა – ახალი დოკუმენტის გავრცელების შემდეგ ჯონი დეპი გამარჯვებასთან ახლოსაა

„ჯეკ ბეღურა“ არ ჩერდება – ჯონი დეპის მორიგი ნაბიჯი გამარჯვებისკენ – ახალი დეტალები

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ამ გახმაურებული საქმის შესახებ Discovery+ ორსერიან დოკუმენტური ფილმს, Johnny vsAmber (ჯონი ემბერის წინააღმდეგ) გადაიღებს, რომელიც წყვილის დაშორების ისტორიას მოგვითხრობს.

„წყვილის დაშორების გახმაურებულ ისტორიას ორი დაპირისპირებული მხარედან მოვისმენთ. ჯონი თავის სერიაში იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა მატყუარა ქალთან ქორწინებაში, ემბერ ჰარდი კი იმის შესახებ ისაუბრებს, ქორწინების შემდეგ როგორ იქცა მისი ოცნების მამაკაცი მოძალადე მონსტრად“, – კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, დოკუმენტურ ფილმში ორივე მხარის ადვოკატები და წყვილთან დაახლოებული ადამიანები ისაუბრებენ. გარდა ამისა, ფილმში თავად ამბერ ჰარდისა და ჯონი დეპის ინტერვიუებსა და აუდიოჩანაწერებს მოვისმენთ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება ფილმის გამოსვლა, თუმცა ის კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ საოცრად დაძაბული და მოულოდნელობების აღსავსე სიუჟეტი გველოდება.

„ჰოლივუდი ბოიკოტს მიცხადებს“ – ჯონი დეპის პირველი ინტერვიუ ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები