LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯიანა როდრიგესმა „ლამაზმანის“ საკულტო „ლუქი“ გაიმეორა – ვარსკვლავმა გვასალიების წითელი კაბა მოირგო

617
ჯულია-რობერტსი

კრიშტიანო რონალდოს საყვარელი ქალი, ჯორჯიანა როდრიგესი „ვენეციის კინოფესტივალის“ სტუმარი გახლდათ. ცნობილი ინფლუენსერი და ბიზნესმენი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის  ულამაზესი წითელი კაბით, რომელიც ჯულია რობერტსის საკულტო კაბის ანალოგია, კინოფილმიდან „ლამაზმანი“.

წითელი კაბა, რომელიც მართლაც საოცრად ჰგავს ჯულია რობერტსის კაბას 90-იანი წლების გახმაურებული კინოფილმიდან, შერჩეულია Vetements-ის 2024 წლის საგაზაფხულო კოლექციიდან. კაბის სტილი, ფერი და მასთან შეხამებული თეთრი ხელთათმანი, ერთი ერთში იმეორებს ცნობილი კაბის დიზაინს. რაც შეეხება ფილმს, რომელსაც ჯორჯიანა როდრიგესი დაესწრო, ეს გახლავთ იტალიელი კინორეჟისორის, პიეტრო კასტელიტოს ახალი ფილმი „ენეა“, რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

„არაბეთის მშვენება“ – ჯორჯიანა როდრიგესი ახალ ფოტოებს ავრცელებს

ვიდეო: პიკანტურ ბიკინიში გამოწყობილი ჯორჯიანა ტალღებს ეთამაშება – ვარსკვლავური ოჯახის არდადეგები გრძელდება

„მის ფეხებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება… შავი ლაქი უხდება“ – ჯორჯიანა როდრიგესი პიკანტურ ფოტოებს ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები