კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი შვილებთან ერთად იახტაზე ისვენებენ, პაპარაცებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როცა მათი იახტა სარდინიის ნაპირებს მიადგა.
მოგვიანებით მოდელმა „ინსტაგრამზე“ საოცრად პიკანტური ფოტოები გაავრცელა. მას მწვანე ბიკინი ამშვენებდა, კრიშტიანო კი ფერად თეთრეულში იყო გამოწყობილი. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ფეხბურთელმა მიიპყრო, მას ფეხის ფრჩხილებზე შავი ლაქი ეცვა. კრიშტიანო ამის გამო ინტერნეტსივრცეში მწვავედ გააკრიტიკეს.
„ერთადერთი ფეხბურთელი ლაქით“, „ფეხზე დააკვირდით, ხომ არ მეჩვენება?“, „მის ფეხებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება“, – ხუმრობენ კომენტარებში.