LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუ კაპიტან კაუჭას როლში – პირველი ფოტოები „პიტერ პენი და ვენდის“ გადასაღები მოედნიდან

110
41487948-0-image-a-31-1617868531670

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ „დისნეი“ ახალ სრულმეტრაჟიან ფილმს „პიტერ პენი და ვენდი“ გადაიღებს. ფილმის რეჟისორი დევიდ ლოურია, კაპიტან კაუჭას როლში კი ბრიტანელი მსახიობი, ჯუდ ლოუ მოგვევლინება. გადაღებები უკვე დაიწყო, ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა.

ვიდეო: ვინ არის ჯუდ ლოუს ცხოვრების მთავარი გმირი? – ნახეთ რა უპასუხა მსახიობმა პატარა გოგონას უხერხულ შეკითხვას

48 წლის ჯუდ ლოუმ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და ბოროტმოქმედი კაუჭას იმიჯი შეუდარებლად მოირგო. მსახიობს წითელი ჟილეტი, კრემისფერი შარვალი, მაქმანებიანი პერანგი და შავი ჩექმა ეცვა. ასევე ლოუს გრძელი პარიკი ეხურა.

ცნობისთვის, მანამდე აღნიშნული როლი დასტინ ჰოფმანსჯეისონ აიზეკსა და გარეტ ჰედლუნდს აქვთ შესრულებული. ვენდის როლს კი მილა იოვოვიჩის ქალიშვილი, ევერ ანდერსონი შესარულებს.

ფოტო: მილა იოვოვიჩის 12 წლის ქალიშვილი მოდური ჟურნალის გარეკანზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები