LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბუ: „საყურე მიკეთია 1993 წლიდან, ჩემი ყურია და რასაც მინდა, ჩამოვიკიდებ…“

422
კაბუ

სტერეოტიპებზე საუბრისას რეპერმა და მსახიობმა კაბუმ „ღამის პრაიმ ტაიმთან“ აღნიშნა, რომ პირადად მას საყურე 1993 წლიდან ეკეთა და არავის გაუბედავს მისთვის ეკითხა, რატომ: „საყურე მიკეთია 93 წლიდან, „ბრატ“. ჩემი ყურია და რასაც მინდა, ჩამოვიკიდებ…“

კაბუმ ასევე გაიხსენა სპექტაკლი „ეტ სეტერა“, სადაც ის და დუტა გეებს თამაშობდნენ: „საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. საზოგადოებამ აღიქვა, როგორც როლი. მოჰყვებოდა და ჯვარი ეწეროს. ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა სიამაყით, რომ ძალიან მაგრადაც ვასრულებდით. მაგრად მიხდებოდა კაბა და ქუსლები. თან, უნდა გენახათ, როგორ ვარჩევდით, კოპლებიანი მე მინდა, „ბრატ“. მე ვიაქტიურე, რომ მეთამაშა. საინტერესოა, განსხვავებულია მსახიობისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები