აშშ-ში დააპატიმრეს ორი ქალი, რომლებმაც საყვარლის მოკვლა სცადეს. საქმე ისაა, რომ ორივე დაკავებული ერთ მამაკაცს, ერთსა და იმავე დროს ხვდებოდა და ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. კრიმინალური ისტორია True Crime Daily-მ გაავრცელა.
22 წლის ემბერ მალინზი და 27 წლის ეშლი კლაინი 12 სექტემბერს დააპატიმრეს. მალინზს ოჯახურ ძალადობაში (დამამძიმებელ გარემოებებში) სდებენ ბრალს, კლაინს – თავდასხმასა და დაზიანებების მიყენებაში. ამერიკელების მსხვერპლი ერთი მამაკაცი გახდა.
დაპატიმრების ორდერის მიხედვით, 8 სექტემბერს მალინზი საკუთარ საძინებელში იმყოფებოდა, როცა პარტნიორი კლაინთან ღალატში დაადანაშაულა. ამ დროს ოთახში იყო მეორე საყვარელიც. ჩხუბის შემდეგ მალინზი სამზარეულოში გავიდა და იქიდან დანით დაბრუნდა. ქალები საყვარელს თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. დაზარალებულმა მრავლობითი ჭრილობები მიიღო, თუმცა გადარჩა.
როგორც პოლიციაში აღნიშნეს, მალინზი მკვლელობის მცდელობისთვის ივნისის თვეშიც იყო დაპატიმრებული.