LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

271
თავდაცვის სამინისტრო

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ ახალგაზრდა თაობისთვის ლიცეუმის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კურსდამთავრებულიც, რომელმაც ლიცეუმში სამწლიანი სწავლება შეაჯამა და კადეტთა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება სამხედროების დაჯილდოებით დასრულდა.

საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კურსდამთავრებულთა შორის ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა შეჯიბრში.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g