LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა გოგოლაშვილი: „ხელისუფლების პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას EU-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება – სინამდვილეში, საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით შეაჩეროს“

226
კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელებაზე მიუთითებს.

როგორც გოგოლაშვილი წერს, „ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო“:

„ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს არანაირი შეფერხება არ ექნება … მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა”- ილია დარჩიაშვილი

„სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით.

ასევე ნახეთ

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმლური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა.

„ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს – ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია”- მამუკა მდინარაძე

საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიცირება.

„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო… ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების” ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა”- კახა კალაძე

ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას.

ასევე ნახეთ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ასე მგონია, „ოცნების“ ჩინოვნიკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისი რეგულაციის ბმულს აქვე ვდებ, რომ ნახოთ და თავად დარწმუნდეთ ვინ ტყუის და ვინ არა. ასევე მომყავს შესაბამისი ამონარიდი ინგლისურად.“ – წერს კახა გოგოლაშვილი.

თეა წულუკიანი: „ევროპარლამენტის ამ ჩანაწერის მიზანი საქართველოს დასჯა იყო – ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია“

რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ…

Posted by Kakha Gogolashvili on Thursday 25 April 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g