LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის შემცვლელები დაასახელა

72
მამუკა მდინარაძე

„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კახა კახიშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილისა და ზაზა ლომინაძის კანდიდატურები დაასახელა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათი არჩევა მომდევნო კვირაში სესიაზე მოხდება.

  • სოზარ სუბარს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში კახი კახიშვილი შეცვლის;
  • მიხეილ ყაველაშვილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში ირაკლი მეძმარიაშვილი;
  • დიმიტრი ხუნდაძეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ზაზა ლომინაძე.

„დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას.

ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი,

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი,

ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.

წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი “ქართული ოცნების” რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ “არიან დიდი ძალები”, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ.

პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ “საზოგადოების სიმართლით აღჭურვა” აქვთ დასახელებული. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.

magti 5g