LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „უმეტეს შემთხვევაში, ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ, ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს“

125
კახა კალაძე

„ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ავარიული შენობა-ნაგებობები დედაქალაქში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თბილისში არსებული შენობა-ნაგებობების გარკვეული ნაწილი – რაც ჩვენ გვაქვს დათვლილი, დაახლოებით 10 000-მდე შენობა ნაგებობა არის ავარიული, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და რა თქმა უნდა, ეს კორპუსები საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას, ახალი კორპუსებით ჩანაცვლებას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, არავის აქვს ილუზია, რომ ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება რამდენიმე წელში იქნება შესაძლებელი. მისივე სიტყვებით, „უმეტესად აწყდებიან პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ“.

„2021 წელს ჩვენ ჩვენი დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, საზოგადოებას წარვუდგინეთ. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში შესაძლებელი იქნება, ზოგადად, ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება, შეუძლებელია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საცხოვრებელ კორპუსზეა საუბარი. ძალიან ბევრია ასეთი შენობა-ნაგებობა.

თუმცა, მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და მუნიციპალიტეტისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როდესაც საუბარი მიმდინარეობს ჩანაცვლებაზე, ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევაში, ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ, ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, რომ მოსახლეს იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა, მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g