რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქციის მონაწილეები და პოლიციელები “რეგიონულ ჰოსპიტალში” დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოინახულა.
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლას, სულ მცირე 240 ადამიანის, მათ შორის 80-მდე პოლიციელის ჰოსპიტალიზაცია მოყვა. ორმა დემონსტრანტმა რეზინის ტყვიის თვალში მოხვედრის გამო თვალი დაკარგა.
პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა 10-ობით ჟურნალისტი.
