LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ამირან ჭაფოძის ოჯახს სახლი აჩუქა

366
კალაძეს ბინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამტრედიაში ერთ-ერთ ოჯახს სახლი აჩუქა. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კახა კალაძემ ტრადიცია არც წელს დაარღვია და მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა.

„მთავარი სიხარული ამირან ჭაფოძის ოჯახს ელოდა წინ – კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს კახა კალაძემ ქალაქ სამტრედიაში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე სახლი საჩუქრად გადასცა, რითაც მათი ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„არ ვიცი ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს ოჯახს. სახლი 20 წლის წინ, სამკურნალოდ გავყიდეთ. ძალიან გვიჭირდა უსახლკარობა, ხან სად ვაფარებდით თავს, ხან სად. მადლობა კახის ამხელა ბედნიერება რომ მოგვანიჭა“, – განაცხადა ამირან ჭაფოძემ.

„საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც ადგილობრივების წინაშე წარსდგნენ „ღამის შოუს ბენდი“, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი მასტერი, მომღერალი სოფო ბედია და სხვა შემსრულებლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g