LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

1665
ელენე მეგრელიშვილი

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხდა – ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი.

არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადა­მი­ა­ნი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.

როგორც „ფორტუნას“ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ პრესსამსახურში და­უ­დას­ტუ­რეს, ადგილზე გარდაიცვალა კო­ა­ლი­ცი­ის შტა­ბის წევ­რი ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს ელენე მეგრელიშვილის ოჯახს, მეგობრებს და კოალიციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g