LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული

163
BeFunky-collage (1)

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩები თოვლისგან 24-საათიან რეჟიმში იწმინდება. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს.

„ზედა წყნეთში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. პარასკევს დაიწყო თოვა და დღესაც არ გადაუღია. ამ დღეების განმავლობაში, მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ცენტრალური გზის, დაწყებული გვაქვს ასევე, მეორადი ქუჩების მოწესრიგება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. ტექნიკა მუშაობს. სრულად გაწმენდილია ბეთანიაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა.

„მინდა, „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სამუშაოებში, ასევე, კონტრაქტორი კომპანიები, ვინც ტექნიკით უზრუნველყოფას აკეთებს. თუ არის დარჩენილი ისეთი მეორადი ქუჩები, სადაც ჯერ მოვახერხეთ შესვლა, ამისთვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან „თბილსერვის ჯგუფი“ მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული. პატარა ტრაქტორებით შევდივართ მეორად ქუჩებზე და ვაწარმოებთ მათ გაწმენდით სამუშაოებს. მეორად ქუჩებზე არის პატარ-პატარა პრობლემები, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ყველა ქუჩაზე შესვლა, ყველა პატარა ქუჩის და ჩიხის მოწესრიგება. ამდენი ტექნიკაც არ არსებობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა კი განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს ასევე მერიის ცხელი ხაზის, რათა შემოსულ შეწყობინებებზე რეაგირება მაქსიმალურად მოხდეს.

„მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველა შემოსული შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მივიდეთ ყველა მოსახლესთან და მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

magti 5g