LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე უალტერნატივო კანდიდატია, ეს ოპოზიციამ იცის, ეშინია და კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდა: ზარქუა

37
ირაკლი ზარქუა

“ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე გეტყვით, რომ ძალიან მინდა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძე ჩვენი კანდიდატი იყოს.” – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმ ირაკლი ზარქუამ და აღნიშნა, რომ კალაძე არის უალტერნატივო, ეს იცის ოპოზიციამაც და სწორედ ამიტომ, ეშინიათ და ვერ ჩამოყალიბდნენ.

ზარქუას თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი უკონკურენტოა და იქნება, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელს რეგიონში:

“ოპოზიციიდან ცალ-ცალკე ვინ რას წარმოადგენს და რას იზამს, ეს უკვე ფანტაზიის სფეროა. ჩვენ არ გვაინტერესებს ვის რა იდეა აქვს, როგორ ჩამოყალიბდებიან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ვართ, როგორც არასდროს ისე, თავდაჯერებულები. გუშინ ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრეზენტაცია ჰქონდა კახა კალაძეს, სადაც 903 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა არასრული 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, სანიაღვრეების, ქუჩების და ა.შ. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით დედაქალაქს. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენი კანდიდატი უკონკურენტოა და იქნება, როგორც დედაქალაქში ისე მთელ რეგიონში.

ვისურვებდი, რომ ოპოზიცია აქცენტირებული იყოს გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც მართლა აწუხებს ჩქვენს ქვეყანას და არა იმაზე ერთად იქნებიან, თუ ცალ-ცალკე, კანდიდატი მელია იქნება, თუ – არა. სულ ტყულად კარგავენ დროს, იმიტომ, რომ დამარცხებისთვის არიან განწირულები. ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე გეტყვით, რომ ძალიან მინდა, კახა კალაძე იყოს ჩვენი კანდიდატი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. მგონია, რომ კახა კალაძე არის უალტერნატივო, ეს თვითონაც იციან და ამიტომ არის, რომ ეშინიათ და ვერ ჩამოყალიბდნენ.” – თქვა ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები