ქართველმა ემიგრანტმა, რიტა კვერნაძემ, ჰიპ-ჰოპ არტისტს, კანიე უესტს „მადლიერების დღის“ წვეულება მოუწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კვერნაძის ახლობელმა გაავრცელა.
„ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი რიტაა. ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება მიზანდასახულობით, შრომისმოყვარეობით და დაუღალავი ენერგიით ბრწყინავდა. ხან რას წამოიწყებდა, ხან რას, ყოველთვის რაღაც ახალს ქმნიდა, ყოველთვის წინ მიდიოდა. დღეს კი უკვე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და თავისი პატარა ბიზნესი აქვს. ორიგინალურ და გემოვნებიან წვეულებებს აწყობს, აწყობს არა… ქმნის. ხელოვნებასავით.
გუშინ კი ის დღე დადგა… წარმოუდგენლად დიდი შეკვეთა მიიღო: მადლიერების დღისთვის კანიე უესტის ოჯახისთვის მოაწყო ვახშამი. მოსვენება გვქონდა დაკარგული მთელი დღე იმდენად ველოდებოდით სიახლეებს თუ როგორ ჩაივლიდა ივენთი.
საბოლოოდ კანიე და ბიანკა იმდენად აღფრთოვანებულები და კმაყოფილები დარჩნენ, რომ მას ეხვეოდნენ, მადლობებს არ იშურებდნენ და მომავალი თანამშრომლობის იდეებიც კი შესთავაზეს მას.
ვიფიქრე, ეს ამბავი როგორ არ გავუზიარო ყველასთქო, მაგრამ ჯერ ბოროტი თვალის შემეშინდა, მერე შურის, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ამის დამალვა არ შეიძლება. იმდენად ვამაყობ, იმდენად მიხარია, იმდენად დიდი სიყვარული და შრომა დგას ამ მიღწევაზე, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ვინმემ ეს ამბავი ისეთივე სიხარულით და სიამაყით არ გაიზიაროს, როგორც რიტას კეთილის მსურველებმა. მიყვარხარ ძალიან ! იბრწყინე, იკაშკაშე და მიაღწიე ყველაფერს, რასაც გულში ინახავ. შენ ამას იმსახურებ“, – წერს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის, რიტა კვერნაძის ახლობელი.
ვიდეო: ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის შესახებ სკანდალური დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

