კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის უფროსმა ქალიშვილმა, ნორსმა სადებიუტო სოლო სინგლი – Piercing on My Hand გამოუშვა.
სიახლე ნორს უესტის 2024 წლის მარტში გაკეთებულ განცხადებას მოსდევს. მაშინ მან მამისა და Ty Dolla $ign-ის ერთობლივ კონცერტზე გამოსვლისას სცენიდან სიტყვით მიმართა პუბლიკას და 10 წლის ასაკში, საკუთარი მუსიკალური პროექტი დააანონსა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის უნდა ველოდოთ ნორსის სადებიუტო დისკის – Elementary School Dropout რელიზს, რომლის დასახელება კანიეის ასევე სადებიუტო ლონგფლეის, The College Dropout რეფერენსია.
კანიე უესტის ქალიშვილმა მამის კონცერტზე სადებიუტო ალბომი დააანონსა
ცნობისთვის, ნორს უესტი კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის პირველი შვილია, რომელიც მუსიკით პატარაობიდან დაინტერესებულია. მისი დებიუტი ¥$-ის 2024 წლის სიმღერაში – Talking / Once Again შედგა.