LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს

168
კანიე უესტს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს

კანიე უესტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს, ჯასტინ ლებოისის პოდკასტში ის ამბობს, რომ ადრე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი მცდარი გამოდგა. მისი თქმით ექიმთან დიაგნოზის გადასამოწმებლად მისვლა მეუღლემ აიძულა, რადგან მას დიაგნოზში ეჭვი ეპარებოდა, სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ უესტს აუტიზმის დიაგნოზი აქვს.

„აუტიზმი ნამდვილად ჰგავს წვიმის კაცის პერსონაჟს, როცა გეუბნებიან, რომ ეს არა გააკეთო და შენ პირიქით გესმის. ეს ნამდვილად ჩემი პრობლემაა“ – ამბობს მუსიკოსი, რომელიც დასძენს, რომ დიაგნოზი მას საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაეხმარა.

მუსიკოსმა და დიზაინერმა ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის მქონე ადამიანების სტიგმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა.

ფოტო/ვიდეო: კანიეი უესტი და ბიანკა სენსორი „გრემიდან“ გააძევეს – წყვილის შოკისმომგვრელი გამოჩენა

„ისინი საკურთხეველთან სრულად შიშვლები მივლენ“ – კანიე უესტი და ბიანკა სენსორი ჯვრისწერას გეგმავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები