LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი და ცუდი მძღოლები – რას გვეუბნება მძღოლის ასაკი

59

საგზაო უსაფრთხოების ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა 2 511 მძღოლი გამოკითხა და გაარკვია, რას ფიქრობენ ისინი საჭესთან სმს-ის გაგზავნასთან, სიჩქარის გადაჭარბებასთან და შუქნიშნის წითელ ფერზე გავლასთან დაკავშირებით.

გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ 19-24 წლის ასაკის ახალგაზრდების 88,4% ასე ავტომობილის მართვას ნორმალურად მიიჩნევს. მეორე ადგილზე 25-39 წლის ასაკის მძღოლები არიან, რომელთა 79,2% ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, შემდეგ მოდიან 40-59 წლის ასაკის ადამიანები, რომლებისთვისაც ასეთი დარღვევების ჩადენა პრობლემას არ წარმოადგენს. შემდეგ ასაკობრივ კატეგორიას 16-18 წლის ახალგაზრდები წარმოადგენენ – მათი 69,3% ფიქრობს, რომ საჭესთან სმს-ის აკრება, ან წითელზე გავლა შეიძლება. თითქმის ამდენივე პროცენტი ფიქსირდება 74 წლის ასაკობრივ კატეგორიაშიც. ყველაზე ნაკლებად სახიფათო მძღოლები 60-74 წლის ასაკში ხდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები