LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარმა, ეს ის ბიჭია ეკრანზე და ის დღეს ჩემთან სახლში მოდის!“- ტეილორ სვიფტმა სიმღერის ტექსტი შეცვალა და შეყვარებულს საჯაროდ მიმართა – ვიდეოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

289
page

მედია აქტიურად ადევნებს თვალს ახალ ვარსკვლავურ წყვილს. საუბარია მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტის, ტეილორ სვიფტისა და ფეხბურთელის, ტრევის კელსის რომანზე. ამჯერად ინტერნეტსივრცე მორიგმა ვიდეოებმა დაიპყრო.

ტეილორმა ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ მორიგ კონცერტზე თავისი ჰიტის, Karma-ს შესრულებისას ტექსტი შეცვალა და ტრევისს მიმართა.

„კარმა, ეს ის ბიჭია ეკრანზე და ის დღეს ჩემთან სახლში მოდის“ – იყვირა მომღერალმა და ხალხის ოვაციებიც გამოიწვია.

ტრევისი თავადაც გაოცებული იყო და ემოციებს ვერ მალავდა. პერფორმანსის დასრულების შემდეგ კელსი კულისებთან მივიდა, წყვილმა ერთმანეთს საჯაროდ პირველად აკოცეს.

ვიდეო: „სიყვარულის კლასიკური ისტორია… ყურებამდეა შეყვარებულია“ – ტეილორ სვიფტის შეყვარებული არტისტის ჰიტზე ამღერდა – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

რომანი დადასტურდა – ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად აღიარეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები