LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიყვარულის კლასიკური ისტორია… ყურებამდეა შეყვარებულია“ – ტეილორ სვიფტის შეყვარებული არტისტის ჰიტზე ამღერდა – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

192
page

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან. წყვილი ერთად უკვე არაერთხელ გადაიღეს. მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი აქტიურად სტუმრობს ფეხბურთელის მატჩებს.

თუმცა, ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში ტრევისი მოხვდა, ის მეგობრებთან ერთად ტეხასის ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა და მატჩის ჩანაწერს უყურებდა.

უეცრად დიჯეიმ ტეილორ სვიფტის ჰიტი, Love Story ჩართო. ტრევისმაც თავი ვერ შეიკავა და საყვარელი ქალის ცნობილ სასიყვარულო სიმღერაზე აცეკვდა. კელსი ბოლო ხმაზე მღეროდა, ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

„სიყვარულის კლასიკური ისტორია“, „ჭკუაზე არ არის“, „ყურებამდე შეყვარებული“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ტურნეს დასრულების შემდეგ, ტეილორ სვიფტმა მილიარდერის სტატუსი მოიპოვა. Bloomberg-ის ინფორმაციით, 33 წლის არტისტის  ქონება ახლა 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რომანი დადასტურდა – ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად აღიარეს

„Eras-ის ტურნეზე იმდენი ფული გამოიმუშავა, რამდენსაც მცირე ქვეყნების ეკონომიკა შეადგენს“ – ტეილორ სვიფტი მილიარდერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები