LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდრიკ ლამარი American Music Awards-ის ტოპ ნომინანტია – დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია

120
photo-collage.png (12)

,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” ნომინანტთა სია ცნობილია. 51-ე American Music Awards, რომელსაც ჯენიფერ ლოპესი გაუძღვება 26 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება.

ჯენიფერ ლოპესი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებას” წაიყვანს

წლევანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტად, კენდრიკ ლამარი დასახელდა. რეპერს 10, მათ შორის ,,წლის არტისტის” ნომინაცია მიენიჭა, რომელშიც მისი კონკურენტები: არიანა გრანდე, ბილი აილიში, ჩაპელ როუნი, მორგან უოლენი, საბრინა კარპენტერი, ტეილორ სვიფტი, ზაკ ბრაიანი, Post Malone და SZA არიან.

ნომინაციებს ლამარის შემდეგ, Post Malone ლიდერობს. ის 8 ნომინაციაში წარადგინეს.

7-7 ნომინაცია ბილი აილიშს, ჩაპელ როუნსა და Shaboozey-ის შეხვდათ.

6-6 ნომინაციაში არიან წარდგენილი: ბრუნო მარსი, ლედი გაგა, მორგან უოლენი, საბრინა კარპენტერი, ტეილორ სვიფტი და SZA.

ცნობისთვის, ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” გამარჯვებულები საჯარო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ American Music Awards ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება.

American Music Awards-ის გამართვის თარიღი ცნობილია – დაჯილდოება ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება

51-ე American Music Awards-ის ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები