ორლანდო ბლუმთან დრამატული განშორების შემდეგ, კეტი პერი კაპრის სანაპიროზე, იახტით სამოგზაუროდ გაემართა. პაპარაცებმა 40 წლის მომღერალი მაშინ გადაიღეს, როცა ის კანადელ მენეჯერს, მაიკლ კივსს მხურვალედ ეხუტებოდა.
სხვათა შორის, პერი დაღონებული სულაც არ ჩანდა. ის შავ ბიკინიში იყო გამოწყობილი, მშვენივრად გამოიყურებოდა და ფანტასტიკურ დროსაც ატარებდა იახტაზე.
შეგახსენებთ, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 2019 წლის, ვალენტინობის დღეს დაინიშნა. მათ 2020 წელს ქალიშვილი, დეიზი შეეძინათ. წყაროს ცნობით, წყვილი ერთად, იანვრის შემდეგ აღარ ცხოვრობს.
გულგატეხილი და განადგურებული – სცენაზე აქვითინებული კეტი პერის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
თავისუფლებით ტკბობა და წვეულებიდან წვეულებაზე ნავარდი – ორლანდო ბლუმის ცეკვა იახტაზე





