კეტი პერი და ჯასტინ ტრუდო კვლავ აგრძელებენ რომანის შესახებ ჭორების გაღვივებას. კვირის დასაწყისში, პერიმ და კანადის 53 წლის პრემიერ-მინისტრმა მონრეალში ერთად ისადილეს. ოთხშაბათს კი, ჯასტინი მონრეალში, კეტი Lifetimes Tour-ის ბოლო კონცერტის დროს აუდიტორიაში შენიშნეს.
კონცერტის დროს, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჯასტინს რამდენიმე ფოტო გადაუღო, სახეზე დიდი ღიმილით, როდესაც ის კეტის სცენაზე უყურებდა. მოგვიანებით ინსაიდერმა გაამხილა, რომ მათ არა მხოლოდ ერთად ივახშმეს, არამედ მთელი დღე ერთად გაატარეს.
კეიტი ახლა მარტოა, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში საქმროს, ორლანდო ბლუმს ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, ხოლო ჯასტინი და მისი ყოფილი ცოლი სოფი 2023 წელს 18 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.
დიდი ამბებია – კეტი პერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პაემანზე შენიშნეს
Justin Trudeau singing “Dark Horse” at tonight’s “THE LIFETIMES TOUR” show.
— Katy Perry Today (@todaykatyp) July 31, 2025
pic.twitter.com/KY4gsRPgbL
