„ჯოკერი 2“-ის გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. კადრები ქუჩაშია გადაღებული. ოსკაროსანი ხოაკინ ფექნიქსი ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდა. მას ყველასათვის კარგად ნაცნობი გრიმი უკეთია.
შეგახსენებთ, გასულ თვეს რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა „ინსტაგრამზე“ ლედი გაგასა და ხოაკინ ფენიქსის პირველი ერთობლივი ფოტო გაავრცელა, სადაც ლედი გაგა „ჰარლი ქუინის“ როლში პირველადაა წარმოდგენილი.
ფილმის პრემიერა 2024 წლის 10 აპრილს შედგება.
„დღე პირველი, ჩვენი ბიჭი“ – ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ „სიქველიდან“ პირველი კადრი გაავრცელა