LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეზერაშვილს მფარველობენ ევროკავშირის ქვეყნებში, ეს სკანდალური ფაქტია…დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის” – შალვა პაპუაშვილი

146
BeFunky-collage - 2023-04-13T014619.401

კეზერაშვილს მფარველობენ ევროკავშირის ქვეყნებში, ეს სკანდალური ფაქტია…დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ზოგადად ის ფაქტი, რომ დღემდე არ ხდება დავით კეზერაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის, რათა მოიხადოს სასჯელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, და იცით, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა გადმოცემაზე, მფარველობენ მას ევროკავშირის ქვეყნებში, თავისუფლად გადაადგილდება, თავისთავად ესეც სკანდალური ფაქტია, გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის.

კეზერაშვილი იყო იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური თანამდებობის დაახლოებით 15 პირი გასამართლდა დანაშაულებისთვის, სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჩათვლით.

მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. 15 მარტო პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც გასამართლებული იყვნენ სისხლის სამართლის წესით. ამ სისტემის წარმომადგენელზე გვაქვს საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება, რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს პოლიტიკური მფარველობა და ამ პოლიტიკური მფარველობის უკან რა პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესები დგას.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს და არ გადმოსცემდა ქართულ მართლმსაჯულებას სასჯელის მოსახდელად, ვნახეთ, შედეგი რა იყო. კინაღამ ააყირავა აქ სიტუაცია, როდესაც ჩუმად შემოიპარა საქართველოში. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ეფექტიანად იმუშავა და დროულად დააკავა, არავინ იცის, რა არეულობა იქნებოდა დღეს თბილისის, საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში”, – აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების მასალები  გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა,  თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.  BBC- ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც BBC  წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ.

„BBC-ის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფსა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. „ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, BBC  წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.

ამავე თემაზე:

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ზარქუა: „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!“

„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g