ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხარკოვში მისი ახლობელი ოჯახთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს.
„პირველი პირადი უკრაინელი ახლობელი გარდაიცვალა ხარკოვში. ჩაცხრილეს ოჯახთან ერთად მანქანაში. მასთან ერთად მისი შვილი 8 წლის გოგოა გარდაცვლილი. ცოლი და და მეორე შვილი რეანიმაციაში. აი ვინც თვლის, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ მოდით რა დაახვიეთ ჩემი ფრენდებიდან na xui. მე ნუ მაწვალებთ თქვენი დევნით. პ.ს. და ვინმეს თუ გგონიათ ეს სხვისი ომია ასევე მიჰყევით“, – წერს თარხნიშვილი ფეისბუკში.