ხაშურში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება რესტორანში მოხდა.
ამ დროისთვის დაშავებული კლინიკაშია გადაიყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.