LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსთაველზე სალოცავად არავინ იკრიბებოდა

69
Capture

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსთაველზე სალოცავად არავინ იკრიბებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ლოცვისთვის საჭირო არ არის ადამიანების სამარშუტო ტაქსით და სმს-ებით ჩამოყვანას გაუწიო ორგანიზება. ლოცვას ძალის დემონსტრირება არ სჭირდება.

საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ხელჩაკიდებული მოქმედებს, რაც პირველი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“ივანიშვილის ხელისუფლებამ მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ” – ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.

“ათი კაცი მირტყამდა თავში წიხლებს, 4-ჯერ ვყვირი, მოდით, მცემენთქო, სამწუხაროდ, პოლიციამ ყურიც არ შეიბერტყა” – დაშავებული ჟურნალისტი დღეს მომხდარი ძალადობის დეტალებზე

პოპულალურები