LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი 2 წელში ფილმებს თავად გადაიღებს

135
page

ხელოვნური ინტელექტი ორ წელში ფილმებს თავად გადაიღებს. ამის შესახებ „შურისმაძიებლების“ რეჟისორმა, ჯო რუსომ განაცხადა.

„ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სიუჟეტის შექმნა და შეცვლა შეგეძლებათ. მალე სახლში მისვლისას ხელოვნურ ინტელექტს ეტყვით, როგორი ფილმის ნახვა გსურთ და ის ამას მარტივად შემოგთავაზებთ“, – აცხადებს რუსო.

რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ხელოვნურ ინტელექტს ზუსტ დეტალებს ვეტყვით და იმასაც დავუმატებთ, როგორ ხასიათზე ვართ კონკრეტულ მომენტში, შესაფერის ფილმს მალევე შექმნის.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტი გასართობ ინდუსტრიაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მკვიდრდება.

ტექნოლოგიური სიახლეები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები