LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხემლის თიაქარი და მისი მკურნალობის ინოვაციურ მეთოდები – ზურაბ მიქელაძე გადაცემაში „პულსი“

867
ზურაბ-მიქელაძე

17 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მიქელაძე სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ თემაზე – ხერხემლის თიაქარსა და მისი მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო ზურაბ, კონკრეტულად რას წარმოადგენს ხერხემლის თიაქარი?

– ხერხემლის თიაქარი – ხერხემლის მალთაშორისი დისკის ტრავმაა, რომლის დროსაც დისკის შიგთავსი გამოდის გარეთ, აწვება ნერვულ წნულს და იწვევს ტკივილს. უკანასკნელი კვლევების თანახმად, სხვა ტრავმების მსგავსად დისკის თიაქარიც ხორცდება, თუმცა აუცილებელია მკურნალობის ეფექტური მეთოდის შერჩევა. სწორედ რეზორფციის პროგრამით მუშაობს კლინიკა „ენმედიცის“ სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრი. მართალია, პროგრამა ბიუჯეტურია, მაგრამ მეტად ეფექტურია, რაც ძალიან ხელსაყრელია მოსახლეობისთვის, რადგან ყველას არ აქვს ძვირად ღირებული მომსახურების მიღების საშუალება. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები მეტწილად ოპერაციის გარეშე ახერხებენ გამოჯანმრთელებას.

– რა არსენალს ფლობენ თანამედროვე მედიკოსები, რათა ოპერაციული ჩარევის გარეშე დაუბრუნოთ პაციენტებს ჯანმრთელობა?

– პირველ რიგში, აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკა, რადგან სწორედ მისი წყალობით განისაზღვრება მკურნალობის კომპლექსური მეთოდი, რომელიც მეტწილად მედიკამენტურ და აპარატურული თერაპიას, მათ შორის ლაზეროთერაპიას, ელექტრომაგნიტურ და ულტრაბგერით თერაპიას ითვალისწინებს. მკურნალობის ამგვარი მეთოდი ტრავმაზე ზემოქმედებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. აპარატურული თერაპიისა და ტკივილის გაქრობის შემდეგ იწყება ვარჯიშები, რათა პაციენტმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს მკურნლობით მიღებული შედეგი. სამწუხროდ, ბევრი ვარჯიშს დაავადების მწვავე ფაზაში იწყებს, რაც მიუღებელია და კატეგორიულად იკრძალება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის შემდეგ თიაქრის მკურნალობის ბრწყინვალე შედეგები გვაქვს ბათუმში, „ენმედიცის“ სარეაბილიტაციო ცენტრში.

– რამდენად აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და რამდენად ხშირია დაგვიანებული შემთხვევები?

– სამწუხაროდ, ძალიან „გაახალგაზრდავდა“ ხერხემლის თიაქრის პათოლოგიები, რისი მიზეზი პირველ რიგში პასიური, მჯდომარე ცხოვრების წესია. ჩვენთან მოსულ პაციენტებს ხშირად არა ერთ, არამედ რამდენიმე ლოკაციაზე აქვთ თიაქარი, რასაც ადრეულ სტადიაზე  ძვლის გამოფიტვა ანუ ოსტეოპოროზიც ემატება, რაც კიდევ უფრო ართულებს მკურნალობას. თუმცა, გუნდური მუშაობით – ენდოკრინოლოგთან კონსულტაციით, ლაბორატორიული კვლევებითა და მედიკამენტური თერაპიით ჩვენ მაინც ვახერხებთ მკურნალობის ოპტიმალური კურსის შერჩევას, მით უფრო, რომ ყველა პაციენტს ინდივიდუალურ, მხოლოდ მასზე მორგებულ მკურნალობას ვთავაზობთ. თიაქარი განსხვავებული  მიზეზებით ჩნდება, ამიტომ პირველ რიგში სწორედ მისი წარმოშობის წყაროს დადგენაა საჭირო.  

– რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის მკურნალობისას მედიკოსების გუნდური მუშაობა, კოორდინაცია და კომუნიკაცია?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. „ენმედიციში“ მკურნალობა სრულადაა უზრუნველყოფილი, რაც პაციენტისთვისაც მოსხერხებელია, რადგან არ უწევს სხვადასხავა კლინიკაში სირბილი და მედიკოსებისთვისაც, რომლებიც შეფერხების გარეშე ურთიერთობენ კოლეგა სპეციალისტებთან მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის მეთოდის შესარჩევად. ჩვენს კლინიკას სრულად აქვს სერვისი გამართული – ლოჯისტიკით დაწყებული, პროფესიონალი ექიმების მომსახურებით დასრულებული. ამასთანავე, „ენმედიციში“ მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან ჩვენი პოლიტიკა თავიდანვე პაციენტების კომფორტსა და კეთილდღეობას მოვარგეთ.  მეტიც, ჩვენ არა მხოლოდ ვმკურნალობთ, არამედ ვმეგობრობთ პაციენტებთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტსა და ექიმს შორის უშუალო, ურთიერთნდობზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

– როგორ შეიძლება თავის დაცვა ხერხემლის თიაქრისგან?

– ხერხემლის პათოლოგიები მეტწილად პასიური ცხოვრების წესით ვითარდება, ამიტომ აუცილებელია მეტი მოძრაობა. სხვათა შორის, ახლა ძალიან მოდურია ფეხით სიარული, რაც დადებითად მოქმედებს ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ხერხემალსა და სახსრებზე. სწორედ მოძრაობის წყალობით იკვებებიან სახსრები ორგანიზმიდან აუცილებელი მინერალებით. სამწუხაროდ, პაციენტების უმრავლესობა ტკივილის დროს ანუ გამწვავებულ მდგომარეობაში იწყებს ვარჯიშს და მასაჟს, რითაც სარგებლის ნაცვლად უფრო მეტი ზიანს აყენებს ორგანიზმს. სინამდვილეში, ტკივილის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და არა ფიზიკური დატვირთვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თიაქარი განაჩენი არაა, რადგან სწორი, ადეკვატური მკურნალობით ყოველთვის შეიძლება მისი შეხორცება.

– რამდენად შესაძლებელია სრულად განკურნება და რის ხარჯზე მიიღწევა სასიკეთო შედეგი?

– 20-45 წლის პაციენტებში სრულად განკურნების მაჩვენებელი 95%-ს აღწევს. სამწუხაროდ, შედარებით დაბალი მაჩვენებელი –  70-80% გვაქვს 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში. ხანდაზმულებში სრულად განკურნებას ოსტეოპოროზი აფერხებს, რომელიც მსოფლიო მედიცინამ ჯერ ვერაფერი მოუხერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g