LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან – აქციის მონაწილეები სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ

192
BeFunky-collage (10)

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.

აქციის მონაწილეებს კედელზე სხვადასხვა სტიკერების გაკვრის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. ამასთან, სამართალდამცველები ცდილობენ ბიზნესცენტრისკენ მიმავალი გვირაბის შესასვლელიდან აქციის მონაწილეები გაიყვანონ.

“თავისუფლება მიშას”, – ამ სიტყვებს სკანდირებენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მისული აქციის მონაწილეები.

ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი მუმლაძის განცხადებით, აქციებს სისტემატიური ხასიათი ექნება.

magti 5g