LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმების 100% დათვლილია: კალაძე 45.04%, მელია 33.96%, გახარია 9.36%

115
1

თბილისის მერის არჩევნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დედაქალაქის ყველა საარჩევნო უბანი დათვალა.

ცესკოს მონაცემებით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

თბილისში ხმების უმრავლესობა – 45.04% “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოიპოვა, 33.96% აქვს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ნიკა მელიას, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატ გიორგი გახარიას 9.36%.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ გადანაწილებას მერობის სხვა კანდიდატებზე:

  • ანა დოლიძე – 4.59%;
  • ანა ბიბილაშვილი – 2.53%;
  • გიორგი ლომია – 1.47%;
  • მიხეილ ქუმსიშვილი – 0.81%;
  • რიჩარდ ოგბუნუჯუ – 0.61%;
  • თამარ კეკენაძე – 0.61%.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. საზოგადოება არჩევნებში 64 ქალაქის მერსა და ამდენივე საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევდა. 

პოპულალურები