34 წლის რუნი მარა და 55 წლის ხოაკინ ფენიქსი მშობლები პირველად გახდნენ. ვარსკვლავურ წყვილს ვაჟი შეეძინა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, როდესაც პაპარაცებმა მარა ლოს-ანჯელესში, მუცლის გარეშე დააფიქსირეს.
„მათ ვაჟი შეეძინათ, მისი სახლია რივერი“, – განაცხადა ფენიქსის მეგობარმა და რეჟისორმა ვიკტორ კოსაკოვსკიმ.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ვაჟს ეს სახელი, ხოაკინის გარდაცვლილი ძმის საპატივცემულოდ დაარქვა, რომელიც 23 წლის ასაკში, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ხოაკინმა და რუნიმ ერთმანეთი ფილმის „ის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, თუმცა, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა მოგვიანებით ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი წყვილი დაინიშნა.
გასულ თვეს კი ცნობილი გადა, რომ ხოაკინი და რუნი ვირუსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „მედიცინის დასასრული“ (The End of Medicine) აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.
ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა დოკუმენტური ფილმის „მედიცინის დასასრული“ პროდიუსერები იქნებიან
ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.