LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვადასხვა სფეროა სპორტი და პოლიტიკა, მაგრამ პრინციპები ერთია: ლადო ხინჩეგაშვილი

74
d20c3f1fb169ae1effebe1c5ef6731a2

“სხვადასხვა სფეროა სპორტი და პოლიტიკა, მაგრამ პრინციპები ერთია”, – ამის შესახებ გორის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ლადო ხინჩეგაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა.

ეს გრძნობები ჩემთვის უცხო არაა, ასე ვთქვათ, კონკურენცია. აქედან გამომდინარე, მთავარი ისაა, რომ ჯანსაღ კონკურენციაში იყო ეს წინასაარჩევნო კამპანია და მშვიდობით დამთავრდა.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროა სპორტი და პოლიტიკა, მაგრამ პრინციპები ერთია, შედეგი მიღებულია და ახლა ის ვალდებულებები, რაც გვაქვს მოსახლეობის წინაშე პირნათლად უნდა შევასრულოთ და კეთილსინდისიერად. რისთვისაც მზად ვართ და სამუშაო პროცესში ჩავერთვებით და ხალხის იმედებს გავამართლებთ”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.