31 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.
როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ნალექი, რომელიც 1 ივნისამდე შენარჩუნდება, ამასთან, 1 ივნიის ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.
„1 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, [5 გრადუსით], საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი წვიმა. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.
2 ივნისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა შემცირდება, ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება წვიმა ელჭექით. 6-7 ივნისამდე ტემპერატურის მატება გაგრძელდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.