საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელია „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში მოხვდა.
აღნიშნულს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა:
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად – ქართველი ფეხბურთელი „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია.
ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ გაიმართა. საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.
ინფორმაციისთვის: საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ“, – წერს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად – ქართველი ფეხბურთელი „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების…
Posted by საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო on სამშაბათი, 16 იანვარი, 2024