LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეოთხედ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – როგორ იხდის მადლობას კვარა

422
ფორტუნა (38)

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია – გამოკითხვის შედეგები „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023-ზე გამოცხადდა.

საქართველოს ნაკრებში 22 წლის ფეხბურთელმა 2023 წელს ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ GFF Awards -ზე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დასახელდა, რაც ქართული ფეხბურთის რეკორდია.

ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებში თამაშის კადრები გაავრცელა და მადლობა ამ ჟესტით გადაიხადა, მან ასევე მადლობის ვიდეო გაავრცელა და ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და საუკეთესო ასისტენტი, ხოლო უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები