LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა.. “მეც ქართველი ვარ!” – ეს სიტყვა ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს” – რას წერს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი

2822
BeFunky-collage

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ჟურნალისტი ხათუნა შარაძე, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “ნაპოლიში” ჩატარებულ მატჩს ეხმაურება.

მისი სიტყვებით, “ფეხბურთელის ავტორიტეტმა სრულიად დიასპორა წელში გამართა”.

“ხვიჩა კვარაცხელიამ ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა რაც სამშობლოში დაბრუნება!!!

ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!!!

“მეც ქართველი ვარ!!!” –  ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!!!

30 წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა!!!

მადლობა ხვიჩა!”, – წერს ხათუნა შარაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g