LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ და კორტნი კარდაშიანებმა ჰელოუინზე მადონა და ჯექსონი განასახიერეს

77

 

კიმ და კორტნი კარდაშიანებმა ჰელოუინზე მადონა და ჯექსონი განასახიერეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰელოუინს მსოფლიო 31 ოქტომბერს იზეიმებს, ვარსკვლავებმა მისი აღნიშვნა უკვე დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი კი კარდაშიანები იყვნენ. დები თემატურ წვეულებაზე გაემართნენ, დრესკოდი კი ლეგენდარული მუსიკოსის ფორმის მორგება იყო. კიმ და კორტნიმ კი თავისი არჩევანი მადონასა და მაიკლ ჯექსონზე შეაჩერეს. ქსელში პირველი კადრებიც გამოჩნდა და თაყვანისმცემელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ინტერნეტ მომხმარებლების აზრით, ცნობილმა დებმა დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვეს და ლეგენდები მშვენივრად განასახიერეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები